среда, 13 ноября 2013 г.

ჩემი  პროექტი
პროექტის  სახელწოდება:  "კახეთის  მხსნელი  გმირები"

პროექტის  მოკლე  აღწერა:  ელიზბარ და  შალვა  ქსნის  ერისთავებისა  და  ბიძინა ჩოლოყაშვილის  ცხოვრება  და  მოღვაწეობა.  მათი როლი  კახეთის  აჯანყებაში.

ვრცელი  აღწერა  - მოსწავლეები  მოიძიებენ  ინფორმაციას  აღნიშნული  თემის  შესახებ.  მათ  ევალებათ  ინტერნეტისა  და  ლიტერატურის  გამოყენებით  ამ  გმირებზე  შეაგროვონ  ინფორმაცია,  ფოტოები, ლექსები,  მოთხრობები.  მოსწავლეები  იკვლევენ,  როდის  მოღვაწეობდნენ  ეს  პიროვნებები,  როგორი  პოლიტიკური  მდგომარეობა  იყო  მაშინდელ  საქართველოში.
მონაწილეთა  ასაკი/კლასები – მე–6  კლასი,  11–12  წელი.
ვადები  და  ხანგრძლივობა – 1  თვე
პროექტის  შესაძლო  აქტივობა  კლასებში – ლიტერატურისა  და  ინფორმაციის  მოძიება,  ფოტო/ვიდეო  მასალების  შეგროვება.
მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შიქმნას  – ფოტო  და  ლიტერატურული მასალა.
სარგებელი  სხვებისათვის  – მომავალ თაობას  ჩაუნერგოს  ისეთივე ძლიერი სიყვარული  თავიანთი სამშობლოსი,  როგორიც მათ წინაპრებს ჰქონდათ.
სამუშაო ენა  – ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–სთან  კავშირი  – ამ  პროექტით მომავალი თაობა  შეისწავლის, ჩვენი  ერის წარსულს,  ისტორიული  მოვლენების  ასახვას  მხატვრულ და დოკუმენტური  სტილის  ტექსტებში,  ფილმებში.  განუვითარებს  ძირითად საკომუნიკაციო  უნარებს (წერის  კითხვის,  მოსმენის,  საუბრის) შეძლებენ  ნაწარმოების  გააზრებას,  სხვადასხვა  ტიპის  ტექსტების  გარჩევას  ერთმანეთისაგან.
ისტორიაში  შეისწავლიან  საქართველოს  წარსულს,  გაიგებენ  რა  წვლილი  აქვთ  შეტანილი  ამ  გმირებს  კახეთის  გათავისუფლების  საქმეში  და  როგორ  დააფასა  მათი  მათი ღვაწლი  მომავალმა  თაობამ  და  საქართველოს  ეკლესიამ,  მოსწავლეებისთვის  გახდება  სამაგალითო  რომმათი  წინაპრები  ქვეყანას  და  სარჭმუნოებას  იცავდნენ  სისხლის  უკანასკნელ  წვეთამდე.